Monday, March 14, 2011

გეომეტრიული ფიგურები და ოქროს კვეთის პრინციპი ქართულ არქიტექტურაში



როექტის სათაური: გეომეტრიული ფიგურები და ოქროს კვეთის პრინციპი ქართულ არქიტექტურაში.                    
პროექტის მიზანი:  მოსწავლეებმა შეისწავლონ ხუროთმოძღვრების ძეგლები, გამოარკვიონ რომელი გეომეტრიული ფიგურებია გამოყენებული  და გააცნობიერონ ოქროს კვეთის პრინციპის მნიშვნელობა მათი მშენებლობისას. გამოუმუშავდეთ ინფორმაციის მოპოვების,კვლევის, ანალიზის  და  არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
პროექტის სრული აღწერა:  მოსწავლეებს გავაცანი პროექტის თემა. კლასი დავყავი ჯგუფებად. ჯგუფებს დაევალათ ორი კვირის ვადაში მოეპოვებინათ მასალა ქართული არქიტექტურული ძეგლების შესახებ, აერჩიათ ერთი ან ორი ეკლესია და გამოერკვიათ, რომელი გეომეტრიული ფიგურები არის გამოყენებული  მშენებლობისას. ასევე გაცნობოდნენ ოქროს კვეთის პრინციპს და გაეცნობიერებინათ რატომ გახდა საჭირო მისი გამოყენება ეკლესიების აგებისას. ჯგუფები მოახდენენ პროექტების პრეზენტაციას. პროექტების  პრეზენტაციების შეფასება მოხდება მოსწავლეებისთვის წინასწარ ცნობილი შეფასების რუბრიკებით.
მონაწილეთა ასაკი: IX     კლასი               
პროექტის ხანგრძლივობა:  ორი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:  მოსწავლეები შეისწავლიან არქიტექტურულ ძეგლებს, შეისწავლიან და დახაზავენ მათში გამოყენებულ გეომეტრიულ ფიგურებს, გაეცნობიან ოქროს კვეთას, გამოუ მუშავდებათ  ინფორმაციის მოპოვების, კვლევის, ანალიზის და არგუმენტირებული მსჯელობის უნარი.
სარგებელი სხვებისთვის:  სხვა კლასების მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები დაესწრებიან პროექტების პრეზენტაციას  და გაეცნობიან  მოსწავლეთა ნამუშევრებს.  
სამუშაო ენა: ქართული ენა
საგნებთან ინტეგრაცია: მათემატიკა და ისტ.   
ისტ.IX.6.მოსწავლე  იკვლევს ქართულ კულტურას უძველესი დროიდან დღემდე. 
ფუნქციების მიხედვით აჯგუფებს და კონტურულ რუკაზე აღნიშნავს მისთვის ნაცნობ ქართული ხუროთმოძღვრების  ძეგლებს.  
მათემატიკა.IX.9.მოსწავლე იკვლევს და იყენებს გეომეტრიულ გარდაქმნებს  და მათ კომპოზიციებს.
პროექტის ფასილიტატორი:   მაია ბიბილაშვილი
ელექტრონული ფოსტა: maiab1973@gmail.com